“პარიზიენის” ცნობით, პსჟ-ის 26 წლის თავდამსხმელი რანდალ კოლო მუანი იჯარით “იუვენტუსში” გადადის. მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არიან და დღეს გააფორმებენ კონტრაქტს.
პარიზული კლუბი ხელშეკრულებაში ფეხბურთელის გამოსყიდვის პუნქტის შეტანას არ დათანხმდა. მან ამ სეზონში ლიგა 1-ის 10 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.
დღეს სამედიცინო შემოწმების გასავლელად პარიზში ხვიჩა კვარაცხელია ჩავა, რომელსაც “პარი სენ ჟერმენი” 75 მილიონ ევროდ შეიძენს.
