ლიგა 1-ის მეცხრამეტე ტურში, პსჟ-სა და „რეიმსის“ მატჩის პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.
პარიზული გუნდის მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ახალწვეული ხვიჩა კვარაცხელია ძირითად შემადგენლობაში დააყენა, რომელსაც მატჩის დაწყებამდე მცირე პრეზენატცია მოუწყვეს და გულშემატკივრებმა მისი გვარის სკანდირება დაიწყეს.
ქართველმა თამაში აქტიურად დაიწყო და აკემს უხეშობისთვის ყვითელი ბარათი მიაღებინა. მასპინძლები თავიდანვე დაეუფლენ უპირატესობას, დემბელეს და ფაბიან რუისს გატანა მეკარე დიუფმა არ დაანება, დუემ ოდნავ ააცილა მიზანს, რამუშმა ბურტი ძელს გაარტყა. სტუმრებმა უშედეგო კონრშეტევებით უპასუხეს, რომელთა რიგებში ნაკამურა გამოირჩეოდა და პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.
პსჟ – რეიმსი
