“კვარას” გარეშე – პსჟ-მა “ლანსს” თამაში შემოუტრიალა

ლიგა 1-ის მეთვრამეტე ტურში პსჟ-მა სტუმრად „ლანსი“ 2:1 დაამარცხა.
„პარი სენ ჟერმენის“ განაცხადში არ იყო ახალწვეული . ქართველი სავარაუდოდ პირველ მატჩს 25 იანვარს „რეიმსთან“ ჩაატარებს. „კვარას“ ჩემპიონთა ლიგის პირველ ეტაპზე თამაშის უფლება არ აქვს და თუ პსჟ შემდეგ რაუნდში გავიდა, განაცხადში შეიყვანენ.
მარცხენა გარემარბმა ბრედლი ბარკოლამ, რომლის ანგარიშზე ნოემბრის დასაწყისის შემდეგ საგოლე მოქმედება არ იყო, გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა. მან მიმდინარე ჩემპიონატზე მეთერთმეტედ დალაშქრა მეტოქეთა კარი.
პარიზული გუნდი 46 ქულით ლიდერია და მომდევნო შეხვედრას 23 იანვარს ჩემპიონთა ლიგაზე
სახლში „მანჩესტერ სიტისთან“ გამართავს.
ლანსი – პსჟ 1:2
გოლები: 1:0 ნზოლა (36), 1:1 ფაბიან რუისი (59), 1:2 ბარკოლა (86)

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში