კვანტური კომპიუტერების დეველოპერი IonQ–ი კონკურენტ Oxford Ionics-ს $1,075 მილიარდად იყიდის

ამერიკული კვანტური გამოთვლების კომპანია IonQ-მ კონკურენტი ბრიტანული კომპანია Oxford Ionics-ის 1.075 მილიარდ დოლარად შეძენაზე შეთანხმდა.
გარიგების საფასური 1.065 მილიარდი დოლარის ღირებულების აქციებითა და დაახლოებით 10 მილიონი დოლარის ნაღდი ფულით დაიფარება.
ამერიკული კომპანია ვარაუდობს, რომ შენაძენი დააჩქარებს ინოვაციებს წამლის შემუშავების, მასალათმცოდნეობის, ფინანსური მოდელირების, ლოგისტიკის, კიბერუსაფრთხოების, თავდაცვის, ქიმიისა და აერონავტიკის სფეროებში.
ვრცლად interfax–ზე