მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის PISA 2022-ს შედეგების მიხედვით, რომელიც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის კვლევისა და ფსიქომეტრიის ჯგუფმა მოამზადა, კერძო სკოლების მოსწავლეები სტატისტიკურად მნიშვნელოვნად მაღალ შედეგებს აღწევენ საჯარო სკოლის მოსწავლეებთან შედარებით, როგორც მათემატიკაში (კერძო – 445, საჯარო – 384), ასევე კითხვასა (კერძო – 426, საჯარო – 369) და საბუნებისმეტყველო საგნებში (კერძო – 436, საჯარო – 379).
კვლევის შედეგების მიხედვით, სკოლის ადგილმდებარეობის მიხედვით, მათემატიკის სფეროში მაღალი მოსწრებით გამოირჩეოდნენ თბილისში მაცხოვრებელი მოსწავლეები (417 ქულა), შემდეგ სხვა ქალაქებისა (383 ქულა) და სოფლად მცხოვრები მოსწავლეები (369 ქულა). ყველაზე დაბალი შედეგები დაბაში მცხოვრებ მოსწავლეებს (344 ქულა) აქვთ. მსგავსი შედეგებია კითხვასა და საბუნებისმეტყველო საგნებშიც.
ამასთან, კვლევაში ვკითხულობთ, რომ საქართველოში 15 წლის ასაკის ბიჭები და გოგონები საშუალოდ მსგავს დონეზე ასრულებენ მათემატიკის დავალებებს (გოგონა – 393 ქულა, ბიჭები – 387 ქულა), მაგრამ კითხვაში გოგონები 35 ქულით სჯობნიდნენ ბიჭებს. საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში გოგონების უპირატესობა ბიჭებთან შედარებით 14 ქულაა.
15 წლის მოსწავლეთა 13% თავისი ცხოვრებით უკმაყოფილოა — PISA კვლევა
ქართველი მოსწავლეების შედეგები მათემატიკასა და წაკითხულის გააზრებაში გაუარესდა – PISA
15 წლის გოგონების 13 და ბიჭების 15% თვეში რამდენჯერმე გამხდარა ბულინგის მსხვერპლი — PISA