კერძო მოგზაურობის შინაარსი ჩემთვის უინტერესოა – პაპუაშვილი ზურაბიშვილ-ზელენსკის შეხვედრაზე

პარლამენტის თავმჯდომარის, ს განცხადებით, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სა და ს შეხვედრა მისთვის საინტერესო არაა.
პაპუაშვილს ჟურნალისტებმა საქართველოს და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრის შეფასება სთხოვეს, რაზეც პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მიუნხენში კერძო ვიზიტით იმყოფება.
„ეს გახლავთ ქალბატონი სალომეს კერძო მოგზაურობა, კერძო მოგზაურობის შინაარსი ჩემთვის უინტერესოა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
დღეს, 17 თებერვალს, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინის პრეზიდენტ ს შეხვდა. ორი ქვეყნის პრეზიდენტის შეხვედრა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე შედგა. ეს საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტების პირველი პირისპირ შეხვედრა იყო მას შემდეგ, რაც 2022 წლის 24 თებერვალს ში რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
მმართველი გუნდის თანახმად, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე მთავრობის ნებართვის გარეშე იმყოფება.