კეროლინ ლევიტი – თუ 50 დღეში ცეცხლის შეწყვეტა ან სამშვიდობო შეთანხმება არ მოხდება, რუსეთის წინააღმდეგ დიდი ტარიფები და მეორადი სანქციები იქნება

თუ 50 დღეში ცეცხლის შეწყვეტა ან სამშვიდობო შეთანხმება არ იქნება, რუსეთის წინააღმდეგ ძალიან დიდი ტარიფები და მეორადი სანქციები იქნება გამოყენებული. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კაროლინ ლევიტმა ბრიფინგზე განაცხადა.
“როგორც პრეზიდენტმა ცხადად თქვა, 50 დღეში თუ ცეცხლის შეწყვეტა ან სამშვიდობო შეთანხმება არ იქნება, თუ უარს იტყვის ცეცხლის შეწყვეტის სამართლებრივ შეთანხმებაზე, ძალიან დიდი ტარიფები და მეორადი სანქციები იქნება გამოყენებული. ასე რომ, ქვეყნები, რომლებიც ნავთობს ყიდულობენ რუსეთისგან, ასევე, დასანქცირდებიან და ეს, რა თქმა უნდა, დიდ ზიანს მიაყენებს რუსეთის ეკონომიკას”, – განაცხადა ლევიტმა.

ასევე დაგაინტერესებთ