კელოგმა „უგუნური“ უწოდა მესამე მსოფლიო ომის შესახებ მედვედევის განცხადებას

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინის და ს საკითხებში კით კელოგმა რუსეთს მოუწოდა, ში ცეცხლი დაუყოვნებლივ შეწყვიტოს და დაპირებული მემორანდუმი წარმოადგინოს.
კელოგმა გააკრიტიკა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, ამ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, ს განცხადება მესამე მსოფლიო ომის შესახებ და „წარუმატებელი და უგუნური“ უწოდა. კით კელოგი მიიჩნევს, რომ მსგავსი კომენტარი შეუსაბამოა მსოფლიოზე გავლენის მქონე სახელმწიფოსთვის.
კელოგი სოციალურ ქსელ X-ში, თავის ოფიციალურ გვერდზე წერს, რომ პრეზიდენტი ტრამპი ომის შესაჩერებლად და მკვლელობის დასასრულებლად მუშაობს და ელოდება რუსეთის მიერ ერთი კვირის წინ დაპირებულ მემორანდუმს. კით კელოგი მედვედევის კომენტარზე თავის პოსტს ასრულებს სიტყვებით: „დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ცეცხლი“.
27 მაისს, მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინი „ცეცხლს ეთამაშება“ და ვერ ხვდება, რომ მის(ტრამპის) გარეშე რუსეთს ბევრი ცუდი რამ დაემართებოდა, დმიტრი მედვედევმა სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ რეალურად მხოლოდ ერთი ცუდი რამ იცის – მესამე მსოფლიო ომი და იმედია, ტრამპს ეს ესმის.
რაც შეეხება რუსეთისგან დაპირებულ მემორანდუმს, პრეზიდენტმა პუტინმა 19 მაისს, აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინულ მხარეს შესთავაზებს მემორანდუმს მომავალი, შესაძლო სამშვიდობო შეთანხმების თაობაზე, რომელშიც განსაზღვრული უნდა იყოს გარკვეულ პოზიციები.
როგორც პუტინმა თქვა, მაგალითად, კონფლიქტის მოგვარების პრინციპები, სამშვიდობო შეთანხმების შესაძლო ვადები და ა.შ. მათ შორის გარკვეული ვადით ცეცხლის შეწყვეტა შესაბამისი შეთანხმებების მიღწევის შემთხვევაში.
პასუხად უკრაინამ განაცხადა, რომ მემორანდუმის საკუთარ ვარიანტს მოამზადებს.
27 მაისს აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა კით კელოგმა ტელეკომპანია Fox News-ს განუცხადა, რომ უკრაინისგან უკვე მიიღეს დოკუმენტი, რომელშიც გაწერილია უკრაინის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის პირობები.
ფორუმი