კეირ სტარმერი – ჩვენ ეს შევძელით! ცვლილება იწყება – „ლეიბორისტული პარტია“ მზადაა, ბრიტანეთი მშრომელი ხალხის სამსახურში დააბრუნოს

ჩვენ ეს შევძელით! თქვენ ამისთვის ჩაატარეთ კამპანია, იბრძოლეთ ამისთვის, მიეცით ხმა და ახლა მოვიდა. ცვლილება ახლა იწყება, – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს “ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, კეირ სტარმერმა არჩევნების შედეგებზე კომენტირებისას განაცხადა.
„ოთხწელიწადნახევრიანი მუშაობა პარტიის შეცვლაზე. შეცვლილი ლეიბორისტული პარტია, რომელიც მზად არის ემსახუროს ჩვენს ქვეყანას, მზადაა დააბრუნოს ბრიტანეთი მშრომელი ხალხის სამსახურში“, – აღნიშნა კეირ სტარმერმა.
შეგახსენებთ, ეგზიტპოლის თანახმად, დიდი ბრიტანეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში “ლეიბორისტული პარტია” ლიდერობს და თემთა პალატაში 410 მანდატი მიიღო. მიმდინარეობს ხმების დათვლა. The Guardian-ის ინფორმაციით, “ლეიბორისტებმა”, ჯერჯერობით, თემთა პალატაში 326 მანდატი მოიპოვეს.

ასევე დაგაინტერესებთ