კეზერაშვილი როცა ძარცვავდა ბიზნესმენებს და ჯარს, ბიძინა ივანიშვილმა დახარჯა 3 მილიარდი დოლარი ამ ქვეყანაში

კეზერაშვილი როცა ძარცვავდა ბიზნესმენებს და ჯარს, ბიძინა ივანიშვილმა დახარჯა 3 მილიარდი დოლარი ამ ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი მ საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრისას განაცხადა.
როგორც მ აღნიშნა, დავით კეზერაშვილი ყაჩაღია.
„დემაგოგიასაც ნიჭი სჭირდება ქალბატონო ნინო. ახლა რაც შეეხება პასუხს – დავიწყებ ისევ ორი სიტყვით, ზრდილობა და კულტურა, რამდენჯერმე დაარღვიეთ. კეზერაშვილის ტელევიზიის ჟურნალისტი, ასეთი გონორით არ ვისაუბრებდი. თქვენი სირცხვილია, რომ კეზერაშვილის ტელევიზიაში მუშაობთ, რადგან კეზერაშვილი არის კაცი, რომელიც იყო „2008 წლის ომის გმირი“, თავდაცვის მინისტრი იყო მაშინ და ქვეყანაშიც არ იყო როგორც ამბობენ, რომელმაც გაძარცვა ქართული ჯარი, კეზერაშვილი დაკავებული იყო ბიზნესის რეკეტით. კეზერაშვილი როცა ძარცვავდა ბიზნესმენებს და ჯარს, ბიძინა ივანიშვილმა დახარჯა 3 მილიარდი დოლარი ამ ქვეყანაში. კეზერაშვილი ყაჩაღია. ყაჩაღის ტელევიზიაში მუშაობთ ქალბატონო ნინო. ის, რომ ევროკავშირში ცხოვრობს კეზერაშვილი, ეს არის სერიოზული პრობლემა. კეზერაშვილის ტელევიზიაში მუშაობა არის ძალიან დიდი სირცხვილი. ეს კაცი ძარცვავდა ჯარს, ბიზნესმენებს, ახლა ძარცვავს ევროპელ პენსიონერებს და არ გრცხვენიათ“, – მიმართა ირაკლი მ „ფორმულას“ ჟურნალისტს.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი „იგლ ჰილსის“ პროექტზე: მიუხედავად ასეთი მსხვილი და უპრეცედენტო ინვესტიციისა, სახელმწიფოს არ აქვს აღებული რაიმე სახის ფინანსური ვალდებულება და არ გაუცია საგამონაკლისო რეჟიმი უშუალოდ ამ ინვესტორისთვის

შეუძლებელია Eagle Hills-ის ინვესტიცია განხორციელდეს სხვა დარგების მონაწილეობის გარეშე, პროცესში ჩართული იქნება ბევრი ქართული კომპანია, როგორც კონტრაქტორი და ქვეკონტრაქტორი – ჯემალ ინაიშვილი