კახეთში 4 მნიშვნელოვანი პროექტის მშენებლობა მიმდინარეობს – „საქართველოს გზები“

„საქართველოს გზები“ კახეთის მიმართულებით არსებულ მნიშვნელოვან პროექტებზე ინფორმაციას აქვეყნებს.
ამ ეტაპზე ამ მიმართულებით ოთხი მნიშვნელოვანი პროექტის მშენებლობა მიმდინარეობს:
ვაზიანი-საგარეჯოს მონაკვეთი;
საგარეჯოს შემოვლითი გზა;
საგარეჯო-ბადიაურის მონაკვეთი;
ბაკურციხე-წნორის შემოვლითი გზა;
ოთხივე პროექტის სამშენებლო სამუშაოებზე 1700-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული, აქედან 1100-ზე მეტი ადგილობრივია.
პროექტის დასრულების შემდეგ, თბილისიდან კახეთის ტურისტულ ობიექტებამდე მგზავრობის დრო ბევრად შემცირდება და გადაადგილება უფრო კომფორტული იქნება.