კახეთში 24 წლის ახალგაზრდა დაჭრეს

კახეთში, გურჯაანში, 24 წლის ახალგაზრდა დაჭრეს. ადგილობრივების ინფორმაციით, მეგობრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება სუფრასთან დაიწყო და შემდეგ ქუჩაში, ფიზიკური დაპირისპირებაში გადაიზარდა. ხელჩართული ჩხუბის დროს, 40 წლამდე მამაკაცმა, ცივი იარაღით, 24 წლის ახალგაზრდას ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი გურჯაანის “ჯეო ჰოსპიტალსში” გადაიყვანეს.
ექიმების განცხადებით, ამ დროისთვის, მისი მდგომარეობა სტაბილურია. საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაუწო. სავარაუდო დამნაშავე უკვე დაკავებულია.
“პაციენტი ჩვენთან უკიდურესად მძიმე მდგომარეობით იქნა შემოყვანილი. აღენიშნებოდა 4 შემავალი ჭრილობა მუცლის ღრუში, ჭრილობა თავის არეში, მარჯვენა მხარზე, წინა მხარზე და მარცხენა მხრის არეში. პაციენტი, შემოყვანისთანავე, გადაყვანილ იქნა მართვით სუნთქვაზე და 25 წუთში, აყვანილ იქნა საოპერაციო ბლოკში. ამ ეტაპისთვის, პაციენტის მდგომარეობას საფრთხე აღარ ემუქრება“, – აცხადებს ექიმი ვალერი გელაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

დაძაბულობის მუხტის შემოსატანად ბევრი ზარი ხორციელდება, რომ თითქოს სადღაც ბომბია განთავსებული. მოსაზრებაც მაქვს და გარკვეული ინფორმაციაც, რომ ერთ-ერთი იმ ქვეყნიდან, საიდანაც „ჰექსოგენიც“ გამოგვიგზავნეს

ბრძოლა გაგრძელდება მანამ, სანამ ის გლობალური პოლიტიკური რეჟიმი არ დამარცხდება, ვინც საქართველოში ეს მახრჩობელა სურო დაგვითესა. თაობები იცვლება, უცვლელი კი უნდა დარჩეს “ქართული სახელმწიფოს” იდეა