კახეთში 22 ივნისის ღამით ძლიერი წვიმა, სეტყვა და ელჭექია მოსალოდნელი – გარემოს სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 22 ივნისს ღამის საათებში კახეთის რეგიონის ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.
“მოსალოდნელმა ნალექებმა აღმოსავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო)” – წერია გერემოს სააგენტოს გავრცელებულ განცხადებაში.