კახეთში უამინდობამ პრობლემები შექმნა – სეტყვამ ამჯერად თელავის მუნიციპალიტეტი დააზარალა.
რამდენიმე საათის წინ მოსულმა უხვმა ნალექმა და სეტყვამ სოფელ ვარდისუბანსა და რუისპირში სასოფლო – სამეურნეო სავარგულები, კონკრეტულად, ვენახები დააზიანა. ამ დროის ინფორმაციით სოფელ რუისპირში დასეტყვილი 100 ჰა ვენახის ფართობი, ხოლო სოფელ ვარდისუბანში 50 ჰა.
ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, კოორდინირებულ რეჟიმში მიმდინარეობს დაზიანებული ვენახების შეფასება, რის შემდეგაც „მევენახე – ფერმერებს ექნებათ შესაძლებლობა დროულად ჩააბარონ დაზიანებული ყურძენი“.
