კახეთში, სოკოთი მოწამვლის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა

კახეთში, სოკოთი მოწამვლის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. პაციენტი მძიმე ინტოქსიკაციით თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.
სტაბილურად მძიმე გარდაცვლილის მეუღლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც. ის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია გადის მკურნალობის კურსს.
არსებული ინფორმაციით, ბოლო ათი დღის ინტერვალში თელავის რეფერალურ საავადმყოფოში, სოკოს ინტოქსიკაციით 20-მდე მოქალაქე მოხვდა. მედიკოსები მოსახლეობას მიმართავენ და სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია: საზოგადოებრივი ზეწოლის შედეგად, კობახიძე იძულებული გახდა, თავისი გადაწყვეტილებით უნივერსიტეტებში ჩარიცხოს ის 1795 აბიტურიენტი, ვინც ეროვნულ გამოცდებზე გადალახა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი