კახეთსა და ქვემო ქართლში ნალექებმა შესაძლოა წყალმოვარდნები გამოიწვიოს – სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს, 17 ივნისს, უახლოეს საათებში ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთის და კახეთის რეგიონების ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, შესაძლებელია ძლიერი, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.
“მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს” – წერს გარემოს სააგენტო და აღნიშნავს, რომ საფრთხის დონე “საშუალოა”.