ავარია კახეთის გზატკეცილზე – დღეს დილით, ჯორჯ ბუშის ქუჩაზე, დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. დაშავებული ქალი, უგონო მდგომარეობაში, სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.
ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.
