კახა ჯაფარიძე: შეხედეთ ამ ფოტოს! თუ ვინმე ჯერ კიდევ არ იცნობთ, კარგად დააკვირდით ამ სახეს. ლუკა 19 წლის ბიჭია, სტუდენტია, უნიჭიერესი და უმაგრესი ქართველი. თუ ვინმეზე ითქმის, რომ მომავალი ლიდერია…

აქციის მონაწილე კახა ჯაფარიძე:
თუ ვინმე ჯერ კიდევ არ იცნობთ, კარგად დააკვირდით ამ სახეს. ლუკა 19 წლის ბიჭია, სტუდენტია, უნიჭიერესი და უმაგრესი ქართველი. თუ ვინმეზე ითქმის, რომ მომავალი ლიდერია, ვისაც ჩვენი ქვეყნის ბედი უნდა ვანდოთ და ვინც ქართველი საზოგადოების სახეა, ჩემთვის ეს, პირველ რიგში, ლუკა ხიზაძეა. მამაცი, გულწრფელი, უზომოდ გულიანი და რაც მთავარია ნამდვილი ქართველი!
5 დღის წინ, უსაფუძვლოდ დააკავეს აქციაზე. 3 დღის წინ გამოვიდა და გუშინ 24 ნოემბერს, ისევ დააკავეს.
საფრთხე დიდია, სისტემა გამწარებულია მისი გაუტეხელობით. ახლა არის საშიშროება, რომ „ადმინისტრაციულის“ ნაცვლად, საქმე სისხლის სამართლის მუხლით შეუთითხნონ და ეს 19 წლის ბიჭი წლობით გაწირონ ციხისთვის. მოგეხსენებათ აქტიური ხალხის დაკავება ადმინისტრაციულით ორჯერ ზუსტად ამ მიზანს ემსახურება, ალბათ იცით კანონი, რომ მესამე დაკავება უკვე სისხლის სამართალია.
შეხედეთ ამ ფოტოს!
ეს კადრი გუშინდელია, დაკავების მომენტში. ჩემი შეფასებით ეს ფოტო ისტორიული უნდა გახდეს, გაზვიადების გარეშე. თქვენ ხედავთ ხალისიან, ურყევ, ლაღ ახალგაზრდას, რომლის ღიმილიც უფრო ბასრია, ვიდრე გარშემორტყმული სისტემის მთელი არსენალი. ეს კადრი საქართველოს უახლესი ისტორიაა, ერთ მხარეს დგას ნათელი, გაუტეხელი ქართული სული, ხოლო მეორე მხარეს, სისტემა, მხდალი მტრები, რომლებსაც მისი სინათლისა ეშინიათ.
ამ ბიჭის მაგალითი ყველამ უნდა გაიგოს.