“საბჭოთა კავშირშიც იყო მუხლები – იყო ბრალდებები, პროცესები და განაჩენები…
კანონიერად აკავებდნენ, ასახლებდნენ და ხვრეტდნენ ადამიანებს…
კანონიერად დახვრიტეს მიხეილ ჯავახიშვილი, ტიციან ტაბიძე და სანდრო ახმეტელი… კანონიერად დახვრიტეს ათასობით სხვა მოქალაქეც…
შენ შეგიძლია თავი მოიტყუო და დღევანდელ პროცესებსაც კანონიერი დაარქვა… მაგრამ ვერაფრით გაექცევი იმ ერთ უზენაეს ძალას, რომელსაც სამართლიანობა ჰქვია. ძალას, რომელიც ყველა კანონსა და განაჩენზე უფრო მაღლა დგას და ადრე თუ გვიან ყოველთვის იმარჯვებს!” – წერს სოციალურ ქსელში სამართლის დოქტორი, პროფესორი და სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის დამფუძნებელი, კახა ურიადმყოფელი.