კახა სამხარაძე – დღეის მდგომარეობით, 700-მდე პირია გათავისუფლებული საჯარო სამსახურიდან იმის გამო, რომ მხარი დაუჭირეს ევროინტეგრაციის პროცესს

დღეის მდგომარეობით, 700-მდე პირია გათავისუფლებული საჯარო სამსახურიდან იმის გამო, რომ მხარი დაუჭირეს ევროინტეგრაციის პროცესს, – ამის შესახებ „საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი კონსტიტუციის 78-ე მუხლის“ თანათავმჯდომარემ, კახა სამხარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, 150-მდე ადამიანმა მიმართა პროფესიულ კავშირს უფლებების დასაცავად.
„ჩვენ ვაკვირდებით მიმდინარე პროცესებს. დღეის მდგომარეობით, 700-მდე ადამიანი არის გათავისუფლებული საჯარო სამსახურიდან იმის გამო, რომ მხარი დაუჭირეს ევროინტეგრაციის პროცესს. 150-მდე ადამიანმა მომართა ჩვენს პროფესიულ კავშირს უფლებების დასაცავად, ასევე სხვაგვარი ბენეფიტების მისაღებად. ბუნებრივია, ამ ეტაპზე რა მონაცემიც გვაქვს, 700 ადამიანია გაშვებული, თუმცა სტატისტიკა კიდევ უფრო მზარდია. მიმდინარე კვირას გაცხადდა, რომ საქართველოს პარლამენტში დაიწყო რეორგანიზაციის პროცესი, საქართველოს პარლამენტში დღესდღეობით ეს პროცესი რეორგანიზაციაზე უკავშირდება მუდმივად აპარატს, მუდმივ სტაფს, სადაც მოიაზრება სხვადასხვა დეპარტამენტი. ეს ადამიანები, დღემდე ღიად არ აფიქსირებდნენ პოზიციას, მაგრამ მიუხედავად ამისა, სისტემამ მათაც მიაკითხა. მათ მიმართაც დაიწყო რეპრესიები იქიდან გამომდინარე, რომ ყველამ იცის თითოეული იმ ადამიანის განწყობა საჯარო სამსახურში. ეს კიდევ ერთი სიგნალია იმის, რომ ეს რეპრესიები ყველა საჯარო მოხელემდე მივა. სჯობს, თავის დროზე დააფიქსირონ ღიად პოზიცია, რათა შემდგომში უფრო მარტივი იყოს მათი უფლებების დაცვა“,- აღნიშნა კახა სამხარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გელა მთივლიშვილი: ხომ წარმოუდგენელია, რუსულმა რეჟიმმა, რომელიც კორუფციაში იხრჩობა და მიტაცებული აქვს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი, ნებართვა გასცეს საკუთარი დანაშაულების მხილებაზე, რომ კი, მილიონები მოვიპარე

გიგი უგულავა – „ოცნებას“ ძალიან უნდა შეგვათრიოს ადგილობრივ არჩევნებში, შესაბამისად, უნდა დავტესტოთ რამდენად დიდია მათი სურვილი, რისი დამთმობები არიან – დრომ და სიტუაციამ მოიტანა, რომ კომპლექსური საგზაო რუკა უნდა დავდოთ