კახა ოქრიაშვილი – სწორედ „ოცნების“ ამომრჩეველი გვაჩვენებს ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, რომ მას „ოცნების“ სატყუარების აღარ სჯერა!

პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:
„26 მაისს ბატონმა მ კიდევ ერთი სატყუარა გადმოუგდო „ოცნების“ ამომრჩეველს, რომელსაც როგორც ჩანს, ეჭვი ეპარება მისივე პარტიის მიერ გაცემული დაპირებების აღსრულებაში. ეს სატყუარაა ს და სამაჩაბლოს საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნება და თან ევროკავშირის წევრობა 2030 წელს.
ამავე დღეს, ამერიკისა და ევროპის პრაქტიკულად ყველა ლიდერმა და სახელმწიფომ დააფიქსირა პოზიცია, რომ საქართველოს წევრობა ევროკავშირში დაბლოკილია „ქართული ოცნების“ მიერ გატარებული პოლიტიკის ევროკავშირის ღირებულებებთან შეუსაბამობის გამო.
ასევე, აფხაზეთის და ცხინვალის დე-ფაქტო ლიდერებმა განაცხადეს, რომ არათუ საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნებას, არამედ ჩვენთან კონფედერაციასაც კი არ განიხილავენ.
ამ ბოლო 12-წლიან პერიოდში, „ოცნების“ მიერ ნათქვამი ათასობით ტყუილის შემდეგ, თვით „ოცნების“ ამომრჩეველსაც კი აღარ შეიძლება სჯეროდეს, რომ შავი თეთრია! სწორედ „ოცნების“ ამომრჩეველი გვაჩვენებს ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, რომ მას „ოცნების“ სატყუარების აღარ სჯერა!“ – აცხადებს კახა ოქრიაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ