კახა ლაბუჩიძის განცხადებით, ბოჭორმის ქუჩაზე სასროლეთში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულთაგან ერთის მდგომარეობა „ძალიან მძიმეა”

თბილისის საკრებულოში ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის, კახა ლაბუჩიძის განცხადებით, ბოჭორმის ქუჩაზე, სასროლეთში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ოთხი ადამიანიდან ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, შესაბამის სამსახურები ადგილზე მუშაობენ და აფეთქების ზუსტი მიზეზი დგინდება.
„აფეთქება მოხდა. აქ არის სასროლეთი, მაღაზია. ამ ეტაპისთვის ვიცი, რომ არის ორი გარდაცვლილი, მაგრამ ძალიან მალე -ის შესაბამისი სამსახური ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს. დაიწყო ძიება და ყველა შესაბამის სამსახური მუშაობს ადგილზე. ვიცი, რომ 4 ადამიანია საავადმყოფოში გადაყვანილი, ერთი არის ძალიან მძიმედ. ამ ეტაპზე მიზეზი უცნობია. სასროლეთში მოხდა აფეთქება თუ შენობის სხვა სართულზე, ვერ გეტყვით“,-განაცხადა ლაბუჩიძემ.
ოფიციალური ინფორმაციით, თბილისში, ბოჭორმის ქუჩა N12-ში მაღაზია „ბეთლგრაუნდი“-ის სასროლეთში მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა 2 და დაშავდა 4 მოქალაქე. ჯერჯერობით, აფეთქების მიზეზი უცნობია. ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჯგუფები და პოლიცია.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯო უილსონი – ეუთო/ოდირის ანგარიშის განხილვის შემდეგ, ვიმეორებ: დე ფაქტო “ქართული ოცნების” ხელისუფლება არ არის ლეგიტიმური – ნებისმიერი ახალი მთავრობა უნდა ჩამოყალიბდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით

მიხეილ სააკაშვილი: სამწუხაროდ, ჩემი სიტყვიერი დანაბარების არასწორად „დაპოსტვა“ მოხდა და შესაბამისად, გამოიწვია დამსახურებული რეაქცია – რა თქმა უნდა, ხალხი საკუთარი ნებით გამოდის და აპროტესტებს