„MEGOBARI აქტის“ შესახებ – ეს არის მტრული აქტი და მეგობრობასთან არანაირი კავშირი არ აქვს იმას, რაც აღნიშნულ დოკუმენტში წერია

დავიწყოთ იმით, რომ ეს არის მტრული აქტი, არანაირ მეგობრობასთან კავშირი არ აქვს იმას, რაც წერია აღნიშნულ დოკუმენტში, ყველაფერი ტყუილზე არის დაფუძნებული – არანაირი რეალობა, არანაირი სიმართლე, – ამის შესახებ თბილისის მერმა მ მედიის წარმომადგენლებთან „MEGOBARI აქტის“ შესახებ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული დოკუმენტი ტყუილებზეა დაფუძნებული და მისი მიღება ძალიან მძიმე იქნებოდა საქართველო--ის ურთიერთობებისთვის.
„ჩვენ გვაქვს საუბარი იმაზე, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები უნდა დაიწყოს ახალი ფურცლით, უნდა მოხდეს გადატვირთვა. ის, რაც წინა ადმინისტრაციის პირობებში ხდებოდა, იყო ძალიან მძიმე – ჩვენ უამრავი ტყუილი და სიბინძურე მოვისმინეთ საქართველოსთან დაკავშირებით, გამოვედით და პირდაპირ ვთქვით, რომ ჩვენი სურვილია, ურთიერთობები აღდგეს და დაიწყოს ახალი ფურცლით, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი.
ცხადია, თუ აქტის მიღება მოხდებოდა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ტყუილებით არის გაჯერებული, რა თქმა უნდა, ეს ძალიან მძიმე იქნებოდა ორი ქვეყნის ურთიერთობაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის და საქართველოში შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა