– EPP-ის ყველა განცხადება სიცრუითაა გაჯერებული, პირდაპირ ამბობენ: „ვეძებთ შავ ხვრელებს, რათა გადატრიალება დავაფინანსოთ“ – არაფორმალური მმართველობაა მსოფლიოში გაბატონებული და არ ისვენებს ეს ხალხი

EPP-ის მიერ გაკეთებული ყველა განცხადება სიძულვილით, ტყუილითა და სიცრუით არის გაჯერებული – პირდაპირ გამოდიან და საუბრობენ, რომ ვეძებთ გზებს, შავ ხვრელებს, რათა ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალებები დავაფინანსოთ,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, მ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას იმის შესახებ, რომ „EPP ბრიუსელს საქართველოში არსებულ რთულ ვითარებაზე აწვდის ინფორმაციას“.
კალაძის თქმით, EPP-ის მიზანია, რომ „საქართველოსთან მიმართებით ყოველთვის არასწორი ინფორმაცია გაავრცელოს, რომელიც ტყუილზე და სიცრუეზეა დაფუძნებული“.
„მათ (EPP) მიერ გაკეთებული ყველა განცხადება სიძულვილით, ტყუილითა და სიცრუით არის გაჯერებული. არანაირ სიმართლეს არ შეესაბამება და მთელი ამ ხნის განმავლობაში, ჩვენ თუ დავაკვირდებით მიღებულ რეზოლუციებს, გაკეთებულ განცხადებებს, არანაირი სიმართლის ნაპერწკალი არ არსებობს. მხოლოდ და მხოლოდ ტყუილი, სიძულვილი, სიცრუე, მოძალადეების წახალისება, ექსტრემისტული ორგანიზაციების წახალისება. პირდაპირ გამოდიან და საუბრობენ, რომ „ვეძებთ გზებს, შავ ხვრელებს ვეძებთ იმისთვის, რომ დავაფინანსოთ სახელმწიფო გადატრიალებები ქვეყანაში“. წარმოუდგენელია. ჩვენ ხომ ვიცით, ეს არაფორმალური მმართველობა, რომელიც მსოფლიოშია გაბატონებული და პრეტენზია აქვს, რომ მთელი მსოფლიო მართოს. არ ისვენებს ეს ხალხი, ეს ადამიანები. მათი მთავარი მიზანია, რომ ხელი შეუწყოს, წაახალისოს ეს ძალადობრივი ჯგუფები, მოძალადეები და საქართველოსთან მიმართებით ყოველთვის არასწორი ინფორმაცია გავრცელოს, რომელიც ტყუილზე და სიცრუეზეა დაფუძნებული“,- განაცხადა კახა კალაძემ.