კახა კალაძე – 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა ოპოზიციას საბოლოო განაჩენს გამოუტანს

არანაირი არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რადიკალები ცალ-ცალკე იქნებიან თუ ერთად იქნებიან დაჯგუფებული, მათ განაჩენი უკვე გამოუტანა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ, – ამის შესახებ თბილისის მერმა მ მედიასთან საუბრისას განაცხადა, როდესაც მას ოპოზიციის რიგებში გარკვეული გადაჯგუფებების შემდეგ არჩევნებზე ოპოზიციური პარტიების შანსებზე ჰკითხეს.
„კარგია, კარგი პროცესები მიდის. გულწრფელად ვამბობ, რომ მოგვენდომებინა, ამას ნამდვილად ვერ გავაკეთებდით და სრული ლუსტრაცია ხდება ამ რადიკალების. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა რადიკალებს საბოლოო განაჩენს გამოუტანს“, – განაცხადა თბილისის მერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – კონკრეტული პოლიტიკოსები საქართველოდან მიდიან აშშ-ში იმისათვის, რომ 220 000 კაცს შორის აღმოჩნდნენ და მიიღონ მონაწილეობა პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციაში, ეს არის მათი არჩევანი

ჯო უილსონი – მოვუწოდებ ჩვენს ბრიტანელ მოკავშირეებს, დაუყოვნებლივ დაასანქცირონ “ჩინეთის კომუნისტური პარტიის” ახლო მეგობარი ბიძინა ივანიშვილი, მისი ოჯახის უახლოესი წევრები და მისი ხელშემწყობების ქსელი