კახა კალაძე – ხაზარაძისეული პოლიტიკიდან გამომდინარე, ის და მისი ოჯახი ქვეყანაში ვერ უნდა ჩერდებოდეს და უნდა იდევნებოდნენ – რადიკალების და რადიკალიზმის ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის

ასეთი რადიკალების [მამუკა ხაზარაძის] და ზოგადად რადიკალიზმის ადგილი ქვეყანაში ნამდვილად არ არის და არც ქართულ პოლიტიკაში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, მ განაცხადა.
მისივე თქმით, პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ც იმავე ქმედებებით გამოირჩევა, როგორითაც წლების განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები იყვნენ ცნობილი.
„რაც შეეხება ხაზარაძის კამპანიას, აბსოლუტურად სამარცხვინოა აღნიშნული მუქარები და აბსოლუტურად, გაუგებარია. ადამიანი პოლიტიკაში შემოსულია, აქვს იმის სურვილი, რომ იყოს პოლიტიკოსი, რადიკალიზმით ცდილობს, იგივე ხაზია, რაც „ნაციონალური მოძრაობა“ წლების განმავლობაში აკეთებდა. ე.ი. ადამიანს თუ აქვს განსხვავებული მოსაზრება და განსხვავებული შეხედულება, ის ქვეყანაში ვერ უნდა დარჩეს და ქვეყანაში არ უნდა ეცხოვრებოდეს? ანუ დღეს ჩვენ, რომ ხელისუფლებაში ვართ, ხაზარაძისეული პოლიტიკიდან გამომდინარე, არც ხაზარაძე, არც მისი ოჯახი ქვეყანაში ვერ უნდა ჩერდებოდეს და ისინი უნდა იდევნებოდნენ. ეს არის მისეული პოლიტიკა.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ასეთი რადიკალების და ზოგადად რადიკალიზმის ადგილი ქვეყანაში ნამდვილად არ არის და არც ქართულ პოლიტიკაში. მიუხედავად იმისა, რომ ვიღაცას შეიძლება განსხვავებული მოსაზრება აქვს, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულება აქვს, ამ ქვეყანაში ყველას უნდა ეცხოვრებოდეს. ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, ვინც დაიცავს ყველა, თითოეული ამ ქვეყნის მოქალაქის ინტერესს, ქვეყნის გაძლიერებას, გაერთიანებას და განვითარებას მოახდენს“, – განაცხადა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

პარტია “გახარია საქართველოსთვის” უმრავლესობას – თქვენ ვერ შეძლებთ ხელის გაშვერას მხოლოდ ივანიშვილისკენ – ჯერ კიდევ გაქვთ შანსი, გაიწვიოთ კანონი და უარი თქვათ ქვეყნის ღალატში მონაწილეობაზე