კახა კალაძე – წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო, ისეა ოპოზიციის საქმე, ხავსიც აღარ დარჩათ, რას ეკიდებიან თვითონაც არ იციან – მე კი ვიცი, რას ეკიდებიან, უბრალოდ მეუხერხულება ვისაუბრო ამ ყველაფერზე

წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო, ისეა ოპოზიციის საქმე. ხავსიც აღარ დარჩათ, რას ეკიდებიან თვითონაც არ იციან – წარმოუდგენელია, ელექტრონული აპარატით ვინმემ რაიმე გააყალბოს, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა მ განაცხადა.
მისივე თქმით, ამომრჩევლის ხმას დაიცავენ.
„წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო, ისე ოპოზიციის საქმე. ხავსიც აღარ დარჩათ, რას ეკიდებიან თვითონაც არ იციან. მე კი ვიცი, რას ეკიდებიან, უბრალოდ მეუხერხულება აქ ვისაუბრო ამ ყველაფერზე. წარმოუდგენელია, შეუძლებელია ელექტრონული აპარატით ვინმემ რაიმე გააყალბოს. ბუნებაში არ არსებობს ამის შესაძლებლობა. თეთრზე გვიმტკიცებენ, რომ შავია. ჩვენ დავიცავთ მილიონ ასოცი ათასი ადამიანის ხმას, დამოკიდებულებას. ყოველთვის ვიქნებით ჩვენი ხალხის სამსახურში”, – აღნიშნა კალაძემ.
მისივე თქმით, ოპოზიცია ამომრჩეველს წინასაარჩევნო კამპანიის დროს ატყუებდა, რომ გაიმარჯვებდნენ.
„ყველაფერი ჩანს ნათლად. 2020 წელს ყველა გაყვიროდა გაყალბებულიაო და რეალობა რა აღმოჩნდა? ვიყავით მართლები?! იგივეა აქაც. არ გვჭირდება გაყალბება. ეს ადამიანები მთელი საარჩევნო კამპანიის დროს ატყუებდნენ ამომრჩეველს, ცრუ კვლევებით, აჯერებდნენ, რომ ისინი გაიმარჯვებდნენ. მათმა ამომრჩეველმა უნდა მოსთხოვოს მათ პასუხი“, – აღნიშნა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

“მოხალისეები მთავრობის გასაკეთებელს აკეთებენ”; “ვის აბოლებთ?”; “იმედია ჩვენ ბიჭებს არ დააჯარიმებენ მოშველებისთვის”; “ასეთი პიტალო არც ერთი ხელისუფლება არ ყოფილა!”– ხალხის პასუხი ოზურგეთის მერს

“ნანგრევებში ჩარჩენილი ხალხი, ბავშვებთან ერთად, მოსახლეობამ გადაარჩინა, ტექნიკა არ გვყავს და ვერ მოვდივართო, ეგ იყო თქვენი პასუხი”; “ეგ თოვლი დაგასრულებთ თქვენ” – ხალხი ლანჩხუთის მერიას