კახა კალაძე – წარმოუდგენელია, მერობისთვის იბრძოდე და მუნიციპალიტეტის მუშაობის შეჩერება გინდოდეს, გაკეთებული გააფუჭო და მომავალშიც არაფერი გააკეთო

ამ ადამიანებს არანაირი რეიტინგი, მხარდაჭერა არ აქვთ საზოგადოებაში და 4 ოქტომბერს ყველას შესაბამის პასუხს გასცემს ამომრჩეველი, – ასე შეაფასა დედაქალაქის მერმა, თბილისის ვიცე-მერობის კანდიდატის, ს განცხადება, რომ „გამარჯვების შემდეგ, მუნიციპალური სამსახურების გაფიცვის ორგანიზება დაიწყება“.
როგორც კალაძემ მედიასთან განაცხადა, წარმოუდგენელია, მერობისთვის იბრძოდე და მუნიციპალიტეტის მუშაობის შეჩერება გინდოდეს.
„წარმოუდგენელია ადამიანები იბრძოდნენ მერობისთვის და იდეა ჰქონდეთ ის, რომ მუნიციპალიტეტის მუშაობა შეაჩერონ. ამაზე დიდი აბსურდი არ მომისმენია, ამდენი წელია პოლიტიკაში ვარ. ადამიანს მერობა უნდა იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტის მუშაობა გააჩეროს. წარმოგიდგენიათ? უნდა გააჩეროს ქუჩების, გამზირების რეაბილიტაცია, უნდა შეაჩეროს იმ გაჭირვებული და სოციალურად დაუცველი ოჯახების, ადამიანების მხარდაჭერა, რომელსაც მუნიციპალიტეტი სხვადასხვა პროგრამებით ახორციელებს. უნდათ შეაჩერონ ბაღების მშენებლობა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა. მართლაც სასიხარულოა, რომ ბოლო 8 წლის განმავლობაში მთლიანად განვაახლეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ის გამომპალი, ყვითელი ავტობუსები, რომელიც თბილისის მოსახლეობას ემსახურებოდა, ძალიან დიდი შეურაცხყოფა იყო. წარმოუდგენელია, როდესაც ამ ტიპის განცხადებებს ვისმენთ. შემთხვევითი არ არის ის, რომ ამ ადამიანებს არანაირი რეიტინგი, მხარდაჭერა არ აქვთ საზოგადოებაში და 4 ოქტომბერს ყველას შესაბამის პასუხს გასცემს ამომრჩეველი“, – განაცხადა კალაძემ.
ამასთან, მან თბილისის მერობის კანდიდატის, ირაკლი კუპრაძის საარჩევნო დაპირებებიც შეაფასა და მას „მოძალადე“ უწოდა.
„წარმოუდგენელია, ადამიანს მერობა უნდოდეს იმისთვის, რომ გააფუჭოს გაკეთებული და მომავალშიც არაფერი გააკეთოს. ხალხი ხომ ისმენს ამას, საზოგადოებას ხომ გამოაქვს ანალიზი, როდესაც პოლიტიკოსი საუბრობს. ამიტომ არის, რომ მათ არანაირი მხარდაჭერა და თანადგომა არ აქვთ საზოგადოებაში, ჩვეულებრივი მოძალადეები არიან. როგორ შევაფასო არ ვიცი, სიტყვებიც არ მყოფნის, იმდენად აბსურდული განცხადებები მოვისმინეთ მათი მხრიდან“, – განაცხადა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ლემონჯავა – მიუხედავად სიბნელისა, რომლის თავს მოხვევასაც რუსეთი და მისი მარიონეტული რეჟიმი ცდილობს საქართველოსთვის, ჩვენი გზა ევროპისკენ განათებულია ჩვენი მოქალაქეების გამბედაობით – არ დავნებდებით, არაფერი დამთავრდება, ვიდრე არ გავიმარჯვებთ