კახა კალაძე – ძალიან მძიმე და სამარცხვინო ფაქტი იყო გუშინ, პარლამენტში ელისაშვილის მონაწილეობით – კიდევ უფრო მძიმე და უბედურება იყო ის განცხადებები, რაც პირდაპირ ძალადობის წახალისება იყო

ძალიან მძიმე და სამარცხვინო ფაქტი იყო გუშინ, პარლამენტში ელისაშვილის მონაწილეობით – კიდევ უფრო მძიმე და უბედურება იყო ის განცხადებები, რაც პირდაპირ ძალადობის წახალისება იყო,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, მ განაცხადა, რითაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მომხდარ შემთხვევას გამოეხმაურა, როცა „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ ს ხელი დაარტყა.
როგორც კალაძემ განმარტა, ძალადობა მიუღებელია და ჯანსაღმა ადამიანებმა ხელი უნდა შეუშალონ ამგვარ ქმედებებს.
„ძალიან მძიმე და სამარცხვინო ფაქტი იყო გუშინ, პარლამენტში ელისაშვილის მონაწილეობით. კიდევ უფრო მძიმე და უბედურება იყო ის განცხადებები, რაც პირდაპირ ძალადობის წახალისება იყო. ეს არ გვიკვირს. ეს ადამიანები, ყველა გახლავთ რადიკალური დაჯგუფება, მათი ტელევიზიებით. ქვეყანაში ესენი არიან, ვინც ძალადობას და პოლარიზაციას ახალისებენ… ერთმანეთთან ბულინგი. ჩვენ, ჯანსაღმა ადამიანებმა ხელი უნდა შევუშალოთ ამგვარ ქმედებებს, მიუღებელია ძალადობა“,- აღნიშნა კალაძემ.
ცნობისთვის, გუშინ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე წარადგენდა, „მოქალაქეების“ ლიდერი, ტრიბუნასთან მივარდა და მას ხელი დაარტყა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვაშაძე – ქართველი ხალხის მთელს მსოფლიოს ესმის, მაგრამ ივანიშვილს არ უნდა, ხალხის ხმა გაიგონოს – უნდათ, თავისუფლებისთვის მებრძოლი ქართველი ერი ავტორიტარული რეჟიმის ქვეშ მოაქციონ, რაც არ გამოუვათ!