კახა კალაძე – ჩვენ გამოვდივართ ჩვენი ქვეყნის ინტერესიდან გამომდინარე, როცა საქმე ეხება ფრენების შეწყვეტას, სანქციებთან მიერთებას – არ და ვერ გადავდგამთ ნაბიჯს, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის შეიძლება დამაზიანებელი იყოს

ქართველ ხალხს ყოველთვის ისტორიულად ჰქონდა მეგობრული ურთიერთობა უკრაინელ ხალხთან და ამ მეგობრობას ვერაფერი და ვერავინ შეაჩერებს. რაც შეეხება არახამიას განცხადებას, მე არ მინდა პოლემიკაში შევიდე. მინდა, მშვიდობა ვუსურვო ს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა ს განცხადების საპასუხოდ აღნიშნა.
ამასთან, როგორც კალაძემ განაცხადა, საქართველოს ხელისუფლება არასდროს გადადგამს ისეთ ნაბიჯს, რომელიც შეიძლება დამაზიანებელი იყოს ქვეყნისა და მისი მოსახლეობისთვის.
„ჩვენ გვერდში ვუდგავართ უკრაინელ ხალხს და ეს გამოიხატება კონკრეტული ქმედებებით. თუნდაც, რომ ავიღოთ ყველა საერთაშორისო პლატფორმა, რამდენჯერ იყო მხარდაჭერა, ყოველთვის თანადგომა იყო გამოხატული ჩვენი მხრიდან, ჰუმანიტარული დახმარება, საქართველოში ჩამოსული უკრაინელების მიმართ, როგორი მხარდაჭერა და თანადგომა იყო, რომელიც დღესაც გრძელდება და ეს, რა თქმა უნდა, იქნება შენარჩუნებული. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს ქართველებისა და უკრაინელების მეგობრობას. რაც შეეხება არახამიას განცხადებას, მე არ მინდა პოლემიკაში შევიდე. მინდა, მშვიდობა ვუსურვო უკრაინას.
რაც შეეხება ფრენების შეწყვეტას, სანქციებთან მიერთებას, ჩვენ გამოვდივართ ჩვენი ქვეყნის ინტერესიდან გამომდინარე. არაერთხელ გვითქვამს და დაგვიფიქსირებია ჩვენი მოსაზრება, რომ პირველი არის ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, შესაბამისად, არ და ვერ გადავდგამთ იმ ნაბიჯს, რომელიც თავიდანვე ვიცით, რომ შეიძლება დამაზიანებელი იყოს საკუთარი ქვეყნისა და მოსახლეობისთვის. ასეთ რამეს საქართველოს ხელისუფლება არ გააკეთებს. რაც შეეხება სააკაშვილს, ის არის ბრალდებული, დამნაშავე კონკრეტულ საქმეებში, მძიმე დანაშაული აქვს ჩადენილი და ყველა ადამიანს მოუწევს კანონის წინაშე პასუხისგება“, – განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, დავით არახამიას განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ უკრაინას უნდა დაუბრუნოს , შეწყვიტოს ფრენები რუსეთთან, ასევე აგრესორის დახმარება სანქციების გვერდის ავლაში და მაშინ ურთიერთობების ნორმალიზებაც მარტივად მოხდება.