კახა კალაძე – შეძრწუნებული ვარ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრზე განხორციელებული თავდასხმის გამო

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, თბილისის მერი, ს პრემიერ-მინისტრზე განხორციელებულ თავდასხმას ეხმაურება.
როგორც კალაძე სოციალურ ქსელში წერს, ის მომხდარით შეძრწუნებულია.
„შეძრწუნებული ვარ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრზე განხორციელებული თავდასხმის გამო. რობერტ ფიცოს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ, სლოვაკ ხალხს კი მშვიდობას!“, – წერს კალაძე.
შეგახსენებთ, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს რობერტ ფიცოს დღეს ესროლეს. სლოკვაკეთის პრემიერის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მისი მდგომარეობა სიცოცხლისთვის საფრთხისშემცველია.

ასევე დაგაინტერესებთ

პაატა ცაგარეიშვილი – 2030 წლისთვის საქართველოს ნავსადგურებში თავს მოიყრის გაზრდილი ტვირთნაკადი, რომლის ათვისებაც აუცილებელია განხორციელდეს საქართველოში დაარსებული საზღვაო ფლოტის და ქართული დროშით მცურავი გემების საშუალებით