კახა კალაძე – ფეხბურთის გულშემატკივრებს „ინტერისა“ და საქართველოს ნაკრების ვეტერანი ფეხბურთელების მატჩით გავახარებთ

ბათუმში, 7 მარტს, „აჭარაბეთ არენაზე“ ახალი პროექტის, Legend Series-ის პირველი თამაში გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და მილანის „ინტერის“ ლეგენდარული ფეხბურთელები დაუპირისპირდებიან.
დედაქალაქის მერიის ცნობით, აღნიშნულ მატჩში დედაქალაქის მერი, ვეტერანი ფეხბურთელი ც მიიღებს მონაწილეობას.
როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ფეხბურთის და განსაკუთრებით „ინტერის“ ქართველ გულშემატკივრებს გაუხარდებათ ხვალინდელი მატჩი და ლეგენდარული ფეხბურთელების სტადიონზე ხილვა.
„ბათუმში, 7 მარტს, 19:00 საათზე ქართველ გულშემატკივარს შესაძლებლობა ექნება, სტადიონზე იხილოს მილანის „ინტერის“ საფეხბურთო კლუბის ლეგენდარული ფეხბურთელები. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც წლების განმავლობაში, თავის გულშემატკივარს უდიდეს სიხარულს ანიჭებდნენ და მოწოდების სიმაღლეზე იდგნენ. ვფიქრობ, ყველა გულშემატკივარს ესიამოვნება ამ ფეხბურთელების ნახვა, რომლებიც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოები იყვნენ. „ინტერს“ საქართველოს ეროვნული ნაკრების ვეტერანი ფეხბურთელები დავუპირისპირდებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან, თბილისის მერმა მადლობა გადაუხადა მატჩის ორგანიზატორ Sport Orient-ის წარმომადგენლებს.
„დარწმუნებული ვარ, ამ მატჩით ქართველ გულშემატკივრებს გავახარებთ. ზოგადად, სასიამოვნოა მსგავსი შეხვედრები ფეხბურთის პოპულარიზაციისთვის, მომავალი თაობისთვის. მინდა, მადლობა გადავუხადო Sport Orient-ს, ვინც ამ თამაშის ორგანიზატორია“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

პარტია “გახარია საქართველოსთვის” უმრავლესობას – თქვენ ვერ შეძლებთ ხელის გაშვერას მხოლოდ ივანიშვილისკენ – ჯერ კიდევ გაქვთ შანსი, გაიწვიოთ კანონი და უარი თქვათ ქვეყნის ღალატში მონაწილეობაზე