კახა კალაძე: ფეხბურთელების გზავნილები არის ის, რაც არის ჩვენი საერთო სულისკვეთება – საქართველოს მომავალი არის ევროპა
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების გზავნილები არის იგივე, რასაც ფიქრობს ყველა და რასაც კითხვის ნიშანი არ დაესმის. ამის შესახებ მან მედიასთან ისაუბრა.
მისი თქმით, ქვეყნის მომავალი არის ევროპა და ევროპული ღირებულებებით ცხოვრება და „სწორედ ეს კურსი აქვს არჩეული დღევანდელ ხელისუფლებას“.
„რა თქმა უნდა, საქართველოს მომავალი არის ევროპა. ვინმე ამაზე კითხვის ნიშანს სვამს? თუ რაიმე წარმატებას მივაღწიეთ ევროინტეგრაციის გზაზე, ქართული პასპორტით ევროპულ ქვეყნებში რომ თავისუფლად გადავადგილდებით ვიზის გარეშე, ეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში მოხდა. ხელი მოეწერა ასოცირების ხელშეკრულებას,
მივიღეთ კანდიდატის სტატუსი. პირობას გაძლევთ, რომ სწორედ „ქართული ოცნების“ პირობებში შევალთ ევროკავშირში.
ფეხბურთელების გზავნილები არის ის, რაც არის ჩვენი საერთო სულისკვეთება – ჩვენი მომავალი არის ევროპა. სწორედ ასე წარმოგვიდგენია ჩვენი ქვეყანა, რომ ევროპული ღირებულებებით ვიცხოვროთ. პირველ რიგში, ევროპა საქართველოში და აქ მინდა, ჩემი შვილებისთვის და მომავალი თაობებისთვის. ნურავის შერცხვება და შეეშინდება ამის თქმის, რომ ჩვენი მომავალი არის ევროპა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
შენ კი გინდა ევროპა, ოღონდ შენი შვილებისათვის, რომლებსაც იტალიის და საფრანგეტის მოქალაქეობა “გაუკეთე”. საქართველოსათვის კი რუსეთი გინდა, იმიტომ რომ იქ არც თავისუფალი აჩრევნებია და არც თავისუფალი სიტყვა, და სამუდამოდ გინდა დარჩე ხელისუფლებაში, ფულის ქაფვაში და ატკატებში.