კახა კალაძე საზოგადოებას ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაში მონაწილეობისკენ მოუწოდებს

დედაქალაქის მერი, საზოგადოებას 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.
კალაძის თქმით, ტრადიციებზე დაფუძნებული ოჯახი ძლიერ სახელმწიფოს ნიშნავს.
„17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღეა, ასევე, 17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა. ოჯახი არის ის, რაზეც ჩვენი სახელმწიფო დგას. დაცული, ხელშეუხებელი, ტრადიციებსა და ღირებულებებზე დაფუძნებული ოჯახი ნიშნავს ძლიერ საქართველოს. სამშობლოს სიყვარულიც სწორედ ოჯახიდან იწყება. მეგობრებო, საქართველოს საპატრიარქო მოგვიწოდებს, ერთად აღვნიშნოთ ეს დღე და ხვალ, 12:00 საათზე, სამღვდელოება და მრევლი ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში შეიკრიბება, პარაკლისის შემდეგ მსვლელობა გაიმართება. როგორც გითხარით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა. ასე რომ, ვისაც სურვილი გექნებათ, შეგიძლიათ მობრძანდეთ თქვენი ოჯახებით, შვილებით, შვილიშვილებით და შევხვდეთ ერთმანეთს“, – განაცხადა კალაძემ.