საგამოძიებო კომისიაზე – ბევრ რამეს გაიგებს საზოგადოება – ყველა კითხვას უნდა გაეცეს შესაბამისი პასუხი

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, საგამოძიებო კომისიის შექმნა, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში მომხდარ ფაქტებს გამოიძიებს, მნიშვნელოვანია.
კალაძეს მოლოდინი აქვს, რომ „საზოგადოება ბევრ რამეს გაიგებს“.
„საგამოძიებო კომისიის შექმნა მნიშვნელოვანია. ერთ-ერთ თემას გეტყვით: ჩვენ წინასაარჩევნოდ გვქონდა დაპირება, რომ ის ბოროტება, რომელიც ჩაიდინა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, თავისი უგუნური პოლიტიკით ქვეყანას დააკარგვინა ტერიტორიები, გვახსოვს, რამხელა უბედურება მოიტანა 2008 წლის ომმა, ეს ყველაფერი უნდა იყოს გამოძიებული. ყველა დამნაშავემ უნდა აგოს პასუხი იმ ღალატისთვის, რომელიც ჩაიდინა. ამიტომ ამ კომისიის შექმნა მნიშვნელოვანია და ბევრ რამეს გაიგებს საზოგადოება. ყველა კითხვას, რომელიც არსებობს ქვეყანაში და საზოგადოებაში, უნდა გაეცეს შესაბამისი პასუხი“, – განაცხადა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა – დმანისში მომხდარ ფაქტზე ბრალი წარედგინა პირს, რომელმაც სახის არეში მრავლობითი დარტყმის შედეგად დაზარალებული რკინის კიბეებიდან გადააგდო, დაზიანების შედეგად გარდაცვლილი კი თავისივე საცხოვრებელი სახლის ეზოში დამარხა

გიორგი შარაშიძე – რა გასაკვირია, რომ თუნდაც ერთი წლის წინ ევროკავშირი უარყოფითად აფასებდა საქართველოს პროგრესს? – როგორ ფიქრობთ, ელჩს ასეთი მნიშვნელოვანი პოზიციის დაფიქსირება სურს და სამინისტროში გაგზავნილი რიგითი წერილით შემოიფარგლება?

შალვა პაპუაშვილი – ბრიუსელის ღირებულებითი უკუსვლა დაიწყო მაშინ, როდესაც დეზინფორმაცია და პროპაგანდა მისაღებ პოლიტიკურ იარაღად აღიარა – დადასტურდა, რომ კანონი ამერიკულია, რომ ინტეგრაცია ბრიუსელმა შეაჩერა და რომ ჯამი ჭურჭელია

ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე დაკავებულთაგან ხუთ პირს, მათ შორის მანანა გიორგობიანს ბრალი წარედგინა – დადგინდა, რომ დაპირისპირება გიორგობიანისთვის სუპერმარკეტის თანამშრომლის მიერ თანხის დახურდავებაზე უარს მოჰყვა