– რა ოპოზიცია, რა გამარჯვება, ვინ უნდა გაიმარჯვოს?! – მკვდრები ხართ, გაფარჩაკებულები ხართ, ვინ სად უნდა გაიმარჯვოს?! სირცხვილია!

რა ოპოზიცია, რა გამარჯვება, ვინ უნდა გაიმარჯვოს ?! – მკვდრები ხართ, გაფარჩაკებულები ხართ, ვინ სად უნდა გაიმარჯვოს?! სირცხვილია! – ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი ჟურნალისტის კითხვას, როგორ შეაფასებდა ოპოზიციის მიერ დაანონსებულ ამნისტიას, 4 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ.
კალაძის თქმით ისინი რეალობას არიან აცდენილები.
„რეალობას ხართ აცდენილი, ამ ქვეყნად არ ხართ! ვინ უნდა გაიმარჯვოთ, ვინ უნდა გაათავისუფლოთ, გაუბედურებულები ხართ, გაფარჩაკებულები ხართ! არანაირი რესურსი არ გაგაჩნიათ, არც პოლიტიკური, არც ადამიანური, შინაარსისგან დაცლილები ხართ. საერთოდ რაზე საუბრობთ? დაბრუნდით დედამიწაზე, არ ხართ ამქვეყნად!“- განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, ფართომასშტაბიანი ამნისტიის ინიციატივით ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მურთაზ ზოდელავა გამოვიდა. მისი თქმით, ახალი პარლამენტის არჩევის შემდეგ, გათავისუფლდებიან როგორც აქციების დროს დაპატიმრებული ადამიანები, ისე მსუბუქი მუხლებით გასამართლებული მოქალაქეები.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – „საპნის ბუშტივით“ თუ რამე გასკდა, ეს არის „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტული სპექტაკლი – შეიძლება „ოცნებაში“ ზოგიერთს მართლა ჰგონია, რომ BBC ისეთივე ინსტრუმენტია ბრიტანეთის ხელში, როგორც „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ მათ ხელში

ლევან მაჭავარიანი – მოქალაქეების მხრიდან დიდი უკმაყოფილება მოდიოდა იმასთან დაკავშირებით, რომ ქუჩებს კეტავდნენ აქციის მონაწილეები – ვალდებულები ვართ, ამ ყველაფერს ვუპასუხოთ ადეკვატურად

საია – 2025 წელი შეზღუდული თავისუფლების წელია – ავტოკრატიულმა სამართალშემოქმედებამ, თავისუფლებების არათანაზომიერმა შეზღუდვამ განსაკუთრებული წნეხი იქონია გამოხატვის, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებაზე