: რა ლოგიკით ამბობთ, რომ პრეზიდენტი ჩვენს ღონისძიებაზე უნდა გამოსულიყო… რატომ უნდა გამოსულიყო?

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის თქმით, მისთვის აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ უნდა გამოსულიყო კანდიდატის სტატუსის მიღებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ქვეყნის პრეზიდენტი, რომელიც ამბობდა, რომ საქართველო არ იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს.
„რას ნიშნავს, არ მიეცა უფლება? ძალიან დიდი ბოდიში, რატომ უნდა გამოსულიყო? ქვეყნის პრეზიდენტი გამოდიოდა და ამბობდა, რომ ქვეყანა სტატუსს არ იმსახურებდა და რა ლოგიკით ამბობთ, რომ ჩვენს ღონისძიებაზე უნდა გამოსულიყო და მისალმებოდა საზოგადოებას? აბსოლუტურად გაუგებარია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – შეიძლება, მარკო რუბიომ მოსინჯა, საქართველო რამდენად და რა ფორმით იქნება მზად, ლოგისტიკური პრობლემების გადაწყვეტაში დაეხმაროს, ირანის ელჩმა კი, ფაქტობრივად, ომი გამოგვიცხადა – არ მაქვს იმედი, რომ ხელისუფლებას რეაგირება ექნება