კახა კალაძე – პრემიერ-მინისტრმა ყველაზე კარგად იცის, რა უნდა გაკეთდეს

პრემიერმა-მინისტრმა ყველაზე უკეთ იცის, რა უნდა გაკეთდეს და რა გადაწყვეტილებები მიიღოს მთავრობასთან დაკავშირებით, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი, ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის მიერ თანამდებობის დატოვებას.
როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებული განცხადებების შემდეგ ამ საკითხზე და კითხვები ამოწურულია.
„პრემიერ-მინისტრმა თავად ისაუბრა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ვრცელად გააკეთა განმარტებები, ვერაფერს დავამატებ. მ ჩემზე უკეთ იცის, რა უნდა გააკეთოს, როგორ უნდა იმოქმედოს. ის არის მთავრობის ხელმძღვანელი. ის იღებს გადაწყვეტილებს, თუ რა და როგორ უნდა გააკეთოს მთავრობასთან დაკავშირებით“,-განაცხადა კალაძემ.
მან აღნიშნა, რომ არ ფლობს ინფორმაციას, თუ ვინ განიხილება ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე.
„ყველა მინისტრი ადგილზეა, აგრძელებს მუშაობას. ბატონმა ირაკლიმ ვრცელად ისაუბრა ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, შესაბამისად, კითხვები ამოწურულია“, – განაცხადა კალაძემ.
კითხვაზე, ხედავდა თუ არა ის ზურაბ აზარაშვილის მუშაობაში ხარვეზებს, კალაძემ უპასუხა, რომ ის არ არის მთავრობის ხელმძღვანელი.
„მე არ ვარ მთავრობის ხელმძღვანელი. პრემიერ-მინისტრს უშუალო შეხება აქვს მთავრობის, მინისტრების მუშაობასთან. პრემიერმა -მინისტრმა ყველაზე უკეთ იცის, რა უნდა გაკეთდეს და რა გადაწყვეტილებები მიიღოს მთავრობასთან დაკავშირებით“, – განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა დატოვა.
მათივე ცნობით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ესაუბრა ჯანდაცვის მინისტრს, რის შემდეგაც, ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა დატოვა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია: სკალპელით გადაჭრა და დახურა თემა და ყოველგვარი სპეკულაციები, მათ შორის, ჩვენი პარტნიორების კეთილი ზრახვებით ნაკარნახევი არასწორი და კონტრპროდუქტიული რჩევა-დარიგებებიც