კახა კალაძე – პრემიერ-მინისტრის ვაშინგტონში დათქმებით ჩასვლა სწორი დამოკიდებულება არ არის

დედაქალაქის მერი, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, ელჩ ს განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, მათ უმაღლესი თანამდებობის პირები მიიწვიეს, თუმცა, ქართულმა მხარემ მიწვევაზე უარი განაცხადა.
როგორც კახა კალაძე განმარტავს, პრემიერ-მინისტრის ვაშინგტონში დათქმებით ჩასვლა სწორი დამოკიდებულება არ არის.
„ესეც არასწორი დამოკიდებულებაა. ჩვენ თუ სტრატეგიულ პარტნიორობაზე ვსაუბრობთ, პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი, ვაშინგტონში ჩასვლა, დათქმებით სწორი დამოკიდებულება არ არის. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არსებული ურთიერთობა გადატვირთვას საჭიროებს“, – აცხადებს კალაძე.
ცნობისთვის, საქართველოში -ის საელჩომ გუშინ გაავრცელა ელჩ რობინ დანიგანის განცხადება, სადაც აღნიშნულია: „ახლახან საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირები მივიწვიეთ შეერთებული შტატების მაღალი თანამდებობის პირებთან სტრატეგიული პარტნიორობისა და აშშ-ის დახმარების შესახებ ნებისმიერი შეკითხვის განსახილველად, სამწუხაროდ, ქართულმა მხარემ არჩია, რომ უარი ეთქვა ამ მოწვევაზე“.
მოგვიანებით, ელჩის ამ განცხადებას გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი აშშ-ში მიწვეულ იქნა დათქმით, რომ ვიზიტამდე საქართველოს პარლამენტს დროებით უნდა შეეჩერებინა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის განხილვა, რაც პარტნიორობის სულისკვეთებას არ შეესაბამება.