კახა კალაძე პრეზიდენტზე – ჩვენს ღონისძიებაზე უნდა გამოსულიყო? – ძალიან დიდი ბოდიში, რატომ?

ძალიან დიდი ბოდიში, რატომ უნდა გამოსულიყო? – აბსოლუტურად გაუგებარია,- ასე პასუხობს “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი, დედაქალაქის მერი ჟურნალისტების კითხვას, რატომ არ მიეცა საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს გუშინ, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების აღსანიშნავ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის უფლება.
კალაძე ვერ ხედავს ლოგიკას, რატომ უნდა გამოსულიყო პრეზიდენტი გუშინდელ ზეიმზე სიტყვით მაშინ, როდესაც თავად ამბობდა, რომ “ქვეყანა სტატუსს არ იმსახურებდა”.
“რას ნიშნავს არ მიეცა უფლება? ძალიან დიდი ბოდიში, რატომ უნდა გამოსულიყო? გამოდიოდა და ამბობდა, რომ ქვეყანა სტატუსს არ იმსახურებდა და რა ლოგიკით ამბობთ, რომ ჩვენს ღონისძიებაზე უნდა გამოსულიყო და მისალმებოდა საზოგადოებას? აბსოლუტურად გაუგებარია”,- განაცხადა კახა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯო ბაიდენი – 91 წლის წინ, იოსებ სტალინმა და საბჭოთა რეჟიმმა ჰოლოდომორი მოაწყო, რომელმაც მილიონობით უკრაინელის სიცოცხლე შეიწირა – უკრაინელი ხალხისადმი ჩემი გზავნილი ნათელია: აშშ თქვენს წარსულს პატივს მიაგებს და თქვენს გვერდით დგას