კახა კალაძე: პირველი, რაც უკრაინას მინდა ვუსურვო, მშვიდობაა, იმიტომ, რომ ის, რაც ამ ქვეყანაში ხდება მტერს არ ვუსურვებ

პირველი, რაც ს მინდა ვუსურვო, მშვიდობაა, იმიტომ, რომ ის, რაც ამ ქვეყანაში ხდება მტერს არ ვუსურვებ – მათთვის თუ პრიორიტეტი სააკაშვილია, ეს მათი გადასაწყვეტია, – ასე გამოეხმაურა „ქართლი ოცნების“ გენერალური მდივანი უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩევლის ს საქართველოს მმართველი პარტიისადმი გაჟღერებულ მოწოდებას ს გათავისუფლებასთან დაკავშირებით,
კალაძის თქმით, სააკაშვილია დამნაშავეა და როდესაც სასჯელს მოიხდის გათავისუფლდება.
„ყველა ქვეყანას თავისი პრიორიტეტი აქვს, მე გამიჭირდება შევიდე დეტალებში და განვსაზღვრო, რა არის უკრაინის პრიორიტეტები, თუმცა, პირველი, რაც ამ ქვეყანას მინდა ვუსურვო, მშვიდობაა, იმიტომ, რომ ის რაც უკრაინაში ხდება, მტერს არ ვუსურვებ – ძალიან დიდი უბედურება, განადგურებული ინფრასტრუქტურა, უამრავი დაღუპული როგორც მშვიდობიანი მოსახლეობა, ასევე ჯარისკაცები, უმძიმესი მდგომარეობაა, ამიტომ მათთვის თუ პრიორიტეტი სააკაშვილია, ეს მათი გადასაწყვეტია. რაც შეეხება სააკაშვილს, ის არის დამნაშავე, სასჯელს იხდის კონკრეტული დანაშაულისთვის და, რა თქმა უნდა, როდესაც მოიხდის სასჯელს, იქნება გათავისუფლებული“,- განაცხადა კალაძემ.