– პარტიის თავმჯდომარეობაზე ჩემი კანდიდატურა არ განიხილება – თუ ირაკლი იქნება პარტიის თავმჯდომარის კანდიდატად წარმოდგენილი, ამას მხოლოდ მივესალმები და მხარს დავუჭერ

ერთპიროვნული გადაწყვეტილებები ჩვენთან არ მიიღება, ერთობლივი გადაწყვეტილებების მიღება ხდება და ვინც იქნება, მხარს დავუჭერთ – თუ ირაკლი იქნება პარტიის თავმჯდომარის კანდიდატად წარმოდგენილი, ამას მხოლოდ მივესალმები და მხარს დავუჭერ, – ამის შესახებ თბილისის მერმა, მ განაცხადა.
მისი შეფასებით, პოლიტსაბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ ვინ დასახელდება პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეობის პოზიციაზე.
„პოლიტსაბჭო გადაწყვეტილებას მიიღებს და ეს საზოგადოებისთვისაც გახდება ცნობილი. ერთპიროვნული გადაწყვეტილებები ჩვენთან არ მიიღება, ერთობლივი გადაწყვეტილებების მიღება ხდება და ვინც იქნება, მხარს დავუჭერთ.
პარტიის თავმჯდომარეობაზე ჩემი კანდიდატურა არ განიხილება. მე ვარ „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, ასევე, დედაქალაქის მერი. ჩემთვის თანამდებობებს არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. რიგითი ჯარისკაცი ვარ, უდიდესი პასუხისმგებლობა მაქვს აღებული როგორც ქალაქის წინაშე, ასევე, პარტიული მუშაობის თვალსაზრისითაც.
თუ იქნება პარტიის თავმჯდომარის კანდიდატად წარმოდგენილი, ამას მხოლოდ მივესალმები და მხარს დავუჭერ“,- განაცხადა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ ყრილობა 7 მაისს ჩატარდება, სადაც პარტიის ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა – დმანისში მომხდარ ფაქტზე ბრალი წარედგინა პირს, რომელმაც სახის არეში მრავლობითი დარტყმის შედეგად დაზარალებული რკინის კიბეებიდან გადააგდო, დაზიანების შედეგად გარდაცვლილი კი თავისივე საცხოვრებელი სახლის ეზოში დამარხა

გიორგი შარაშიძე – რა გასაკვირია, რომ თუნდაც ერთი წლის წინ ევროკავშირი უარყოფითად აფასებდა საქართველოს პროგრესს? – როგორ ფიქრობთ, ელჩს ასეთი მნიშვნელოვანი პოზიციის დაფიქსირება სურს და სამინისტროში გაგზავნილი რიგითი წერილით შემოიფარგლება?

შალვა პაპუაშვილი – ბრიუსელის ღირებულებითი უკუსვლა დაიწყო მაშინ, როდესაც დეზინფორმაცია და პროპაგანდა მისაღებ პოლიტიკურ იარაღად აღიარა – დადასტურდა, რომ კანონი ამერიკულია, რომ ინტეგრაცია ბრიუსელმა შეაჩერა და რომ ჯამი ჭურჭელია

ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე დაკავებულთაგან ხუთ პირს, მათ შორის მანანა გიორგობიანს ბრალი წარედგინა – დადგინდა, რომ დაპირისპირება გიორგობიანისთვის სუპერმარკეტის თანამშრომლის მიერ თანხის დახურდავებაზე უარს მოჰყვა