– ოპოზიცია ორად არის გახლეჩილი: ერთი მხარე დამხობით ემუქრება ქართველ ხალხს, მეორე ამბობს, რომ გამარჯვების შემთხვევაში გააჩერებს მუნიციპალიტეტის მუშაობას – საქართველოში ძალადობრივი ჯგუფების ადგილი არ არის

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, დღეს ოპოზიცია ორად არის გახლეჩილი, „რომლის ერთი ნაწილი დამხობით ემუქრება ქართველ ხალხს, ხოლო მეორე ნაწილი გამარჯვების შემთხვევაში, თბილისში ყველა შესაბამისი სამსახურის გაჩერებით“.
კალაძის თქმით, საქართველოში ძალადობრივი ჯგუფების ადგილი არ არის როგორც პოლიტიკაში, ისე ჩვეულებრივი ცხოვრებაში.
„ნახეთ ოპოზიციაში რა ხდება, ორად არის გახლეჩილი ერთი მხარე დამხობით ემუქრება ქართველ ხალხს. მეორე ამბობს, რომ გამარჯვების შემთხვევაში მთლიანად მუნიციპალიტეტს, თბილისზე მაქვს საუბარი, გააჩერებს მუნიციპალიტეტის მუშაობას და ყველა შესაბამის სამსახურს. წარმოუდგენელია, როდესაც საქმე გვაქვს რადიკალიზმთან, მოძალადეებთან. ბევრჯერ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ, დღევანდელ საქართველოში, დღევანდელ რეალობაში და მომავალ საქართველოში ძალადობრივი ჯგუფების ადგილი არ არის როგორც პოლიტიკაში, ისე ჩვეულებრივი ცხოვრებაში“,- განაცხადა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე გალში საბაჟო ტერმინალის მშენებლობის შესახებ ინფორმაციაზე – არავითარ ე.წ. სახელმწიფო საზღვარს არ ვაღიარებთ, სრული სიყალბეა, აქედან გამომდინარე, ჩვენი მხრიდან ამაზე საუბარი ვერ იქნება – ვადასტურებთ, რომ ტვირთებს არ გავატარებთ