კახა კალაძე ოპოზიციას – მოდის არჩევნები, მოიგეთ და შეცვალეთ ეს კანონი, თუ არ მოგწონთ, რა პრობლემაა, მაგრამ იცით, რომ არჩევნებში გამარჯვების შანსი ნულს ქვემოთაა

მოდის არჩევნები, მოიგეთ და შეცვალეთ ეს კანონი, თუ არ მოგწონთ, რა პრობლემაა – მაგრამ იცით, რომ არჩევნებში გამარჯვების შანსი ნულს ქვემოთაა,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა მ ჟურნალისტებთან საუბრისას ოპოზიციის მისამართით განაცხადა.
კალაძის თქმით, მცდელობაა, რომ დაპირისპირება შემოიტანონ, შუღლი გააღვივონ და ისეთი ქმედებები განახორციელონ, რაც რევოლუციასთან იქნება დაკავშირებული.
„შეიძლება რაღაცაში არ ვეთანხმებოდეთ ერთმანეთს და არ მოგვწონდეს ხელისუფლება, მაგრამ მოდის არჩევნები, მოიგეთ არჩევნები და შეცვალეთ ეს კანონი, თუ არ მოგწონთ, რა პრობლემაა. მაგრამ იცით, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს „ქართულ ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს“. ისიც იცით თქვენმა უცხოელმა პარტნიორებმა და პატრონებმა, რომ არჩევნებში გამარჯვების შანსი ნულს ქვემოთაა. ამიტომაა მცდელობა, რომ დაპირისპირება შემოიტანონ, შუღლი გააღვივონ და ისეთი ქმედებები განახორციელონ, რაც რევოლუციასთან იქნება დაკავშირებული, მაგრამ არავის არაფერი გამოუვა“,- განაცხადა კალაძემ.