კახა კალაძე ოპოზიციაზე – გინდ გაერთიანდნენ, გინდ კიდევ უფრო დაიშალონ, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს

ისინი {ოპოზიციის წარმომადგენლები} გინდ გაერთიანდნენ, გინდ კიდევ უფრო დაიშალონ, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს – საზოგადოებას მათ მიმართ გარკვეული დამოკიდებულება აქვთ, ეს ვერ შეიცვლება, რეიტინგი ვერ გაიზრდება, გინდ შეერთდნენ ან კიდევ უფრო დაიშალონ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, მ წინასაარჩევნოდ ოპოზიციის შესაძლო გაერთიანებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ოპოზიციის წარმომადგენლების მთავარი მიზანი იქნება, რომ „როგორმე ბარიერი გადალახონ“.
„აბსურდია, ისინი გინდ გაერთიანდნენ, გინდ კიდევ უფრო დაიშალონ, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. რას წარმოადგენენ ეს ადამიანები, საზოგადოებას მათ მიმართ გარკვეული დამოკიდებულება აქვთ, ეს ვერ შეიცვლება, რეიტინგი ვერ გაიზრდება, გინდ შეერთდნენ ან კიდევ უფრო დაიშალონ“, – განაცხადა კალაძემ.