კახა კალაძე – მოსამართლეებთან დაკავშირებით ხელისუფლებამ ვერ მიიღო ბრალდების დამადასტურებელი ვერცერთი ფაქტი – გამორიცხულია, ხელისუფლებამ გადადგას ისეთი ნაბიჯი, რომელიც სცდება კანონის ფარგლებს

ვერ ვნახეთ ვერცერთი ფაქტი და მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდება [სანქცირებული] მოსამართლეების დანაშაული, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან -ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მეთიუ მილერის განცხადების შეფასებისას განაცხადა.
კახა კალაძის თქმით, მოსამართლეებთან დაკავშირებით ხელისუფლებამ ვერ მიიღო ბრალდების დამადასტურებელი ვერცერთი ფაქტი.
“მიუხედავად იმისა, რომ მოვისმინეთ ეს განცხადებები, ვერ ვნახეთ ვერცერთი ფაქტი, ვერცერთი მტკიცებულება, თუ რა დანაშაული აქვთ ჩადენილი აღნიშნულ [სანქცირებულ] მოსამართლეებს. შესაბამისად, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე რაიმე ქმედების განხორციელება, გინდ სამართლებრივად, გინდ ადამიანურად, ყველანაირი თვალსაზრისით, არ არის მიზანშეწონილი და გამორიცხულია, ხელისუფლებამ გადადგას ისეთი ნაბიჯი, რომელიც სცდება კანონის ფარგლებს“, – განაცხადა მ.
ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი, მეთიუ მილერი სანქცირებულ ქართველ მოსამართლეებთან დაკავშირებით მოუწოდებს „ხელისუფლებას, რომ კორუმპირებული აქტორების პასუხისგებაში მიცემის მიზნით ნაბიჯები გადადგას“.
„სანქციები დაწესდა, რათა იმ ბოროტი აქტორებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას ხელი შეუწყოს, რომლებმაც დაუსჯელობით ისარგებლეს, ასევე, [დაწესდა] ქართულ საზოგადოებასა და სასამართლო სისტემაში კანონის უზენაესობის შელახვისთვის გაწეული სამუშაოსთვის. რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლებასთან კომუნიკაციას, რა თქმა უნდა, ხელისუფლებას მოვუწოდებთ, რომ კორუმპირებული აქტორების პასუხისგებაში მიცემის მიზნით ნაბიჯები გადადგას“, – აღნიშნა მეთიუ მილერმა.