კახა კალაძე – მოლოდინი არ მაქვს, რომ კალანდარიშვილთან მიმართებაში იმ ამაზრზენ ქმედებას ვინმე დაგმობს – ეს ჩვეულებრივი დავალებებია, რომელსაც კონკრეტული წვრილფეხა რადიკალები თავჩაღუნულები ასრულებენ

„ქართული ოცნების” გენერალური მდივანს, ს მოლოდინი არ აქვს, რომ ს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის მიმართ განხორციელებულ აქტს, საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან რაიმე გამოხმაურება ექნება.
კალაძის შეფასებით, ოპოზიციის წარმომადგენლები დავალებებს ქვეყნის გარედან იღებენ, რასაც „თავჩაღუნულები ასრულებენ“.
„ჩვენ სახეზე გვაქვს ორმაგი სტანდარტი. ის, რასაც ვხედავთ რადიკალური ოპოზიციის მხრიდან განხორციელებული ქმედებების სახით, რა თქმა უნდა, მოდის გარედან. მათი პატრონები რასაც ეუბნებიან, ეს უსამშობლო, მოღალატე აგენტურა აკეთებს ყველაფერს. არანაირი მოლოდინი არ მაქვს, რომ კალანდარიშვილთან მიმართებაში იმ ამაზრზენ ქმედებას ვინმე გამოეხმაურება ან დაგმობს. ეს ჩვეულებრივი დავალებებია, რომელსაც კონკრეტული წვრილფეხა რადიკალები თავჩაღუნულები ასრულებენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.