კახა კალაძე – მგონია, რომ ზურაბ ადეიშვილის საქართველოში ექსტრადირების გადაწყვეტილებას არ მიიღებენ, იმიტომ, რომ თუ ამის გაკეთება სურდათ, მანამდეც შესაძლებელი იყო გაეკეთებინათ

„ქართული ოცნების” გენერალური მდივნის, თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მას არ აქვს მოლოდინი, რომ იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის საქართველოში ექსტრადირება მოხდება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
„არ ვიცი, ვერ გეტყვით რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული ზურაბ ადეიშვილის ექსტრადირებასთან დაკავშირებით. მგონია, რომ ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებენ, იმიტომ, რომ თუ ამის გაკეთება სურდათ, მანამდეც შესაძლებელი იყო გაეკეთებინათ. ში ჩვეულებრივად ცხოვრობს, მოღვაწეობს, კონკრეტული თანამდებობაც აქვს. ვიცით რამხელა მძიმე დანაშაულებშია ბრალდებული და რა სიმძიმისაა ის დანაშაულები, რომელიც მათი მმართველობის დროს იქნა ჩადენილი, კონკრეტულად ამ პიროვნების მხრიდან. შესაბამისად, არ მაქვს მოლოდინი, რომ გადმოგვცემენ. დაველოდოთ, თუმცა წინასწარ არ მინდა შეფასებები გავაკეთო”, – განაცხადა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ შეადგინა 1 მლრდ 600 მილიონი დოლარი, ასევე საქართველოს შარშან ეწვია 48 ათასზე მეტი ტურისტი, რაც 6,5-ჯერ აღემატება 2022 წლის მაჩვენებელს