– მავთულხლართები და უბედურება, რაც ხდება, იმ პოლიტიკის შედეგია, რომელსაც “ნაციონალური მოძრაობა” ატარებდა

მავთულხლართები და უბედურება, რაც ხდება, იმ პოლიტიკის შედეგია, რომელსაც “ნაციონალური მოძრაობა” ატარებდა , – ამის შესახებ “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სოფელ ციგრიანის მისადგომებთან რუსმა ჯარისკაცებმა საოკუპაციო ბანერი აღმართეს.
მისი თქმით, “საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რაც შესაძლებელია”.
“ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს საერთაშორისო მეგობრების ჩართულობით, რაც შესაძლებელია. მავთულხლართები და უბედურება, რაც ხდება, იმ პოლიტიკის შედეგია, რომელსაც “ნაციონალური მოძრაობა” ატარებდა და იმ უბედურების, რაც 2008 წელს მივიღეთ. თუმცა საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად”,- განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, სოფელ ციგრიანის მისადგომებთან რუსმა ჯარისკაცებმა ე.წ. გამყოფ ხაზთან საოკუპაციო ბანერი აღმართეს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: ისლამური რევოლუცია დაიწყო მას შემდეგ, რაც 1978 წელს ქალაქ აბადანში ისლამისტმა ტერორისტებმა კინოთეატრ “სინემა რექსში” მისული 400-მდე ადამიანი შენობაში გამოკეტეს, საავიაციო ბენზინი გადაასხეს და ცოცხლად გამოწვეს