კახა კალაძე „ლელოს“ ბრალდებებზე – ქვეყანაში შექმნილია აგენტურული ქსელი, ემსახურებიან გარე ძალებს და რასაც დაავალებენ, იმას გააკეთებენ – ვისაც უყვარს ჩვენი ქვეყანა და უხარია მისი განვითარება, როგორ შეიძლება იყოს აგენტების გვერდით? წარმოუდგენელია

ქვეყანაში შექმნილია აგენტურული ქსელი – პოლიტიკურ პარტიებსაც ვერ დავარქმევთ, უსამშობლო ადამიანებისგან დაკომპლექტებული დაჯგუფებები, რომლებიც ემსახურებიან გარე ძალებს. რასაც ეტყვიან, დაავალებენ, იმას გააკეთებენ,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მ განაცხადა და გამოეხმაურა „ლელოს“ მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერს, სადაც, მათი ინფორმაციით, კოალიციის მაჟორიტარობის ერთ-ერთ კანდიდატზე ზეწოლის მცდელობა ფიქსირდება.
კალაძის თქმით, მათთვის, ვისაც უყვარს საქართველო და უხარია ქვეყნის წინსვლა, მშვიდობა და ეკონომიკური კეთილდღეობა, შეუძლებელია, „აგენტების“ გვერდით იყოს.
„ქვეყანაში შექმნილია აგენტურული ქსელი – პოლიტიკურ პარტიებსაც ვერ დავარქმევთ, უსამშობლო ადამიანებისგან დაკომპლექტებული დაჯგუფებები, რომლებიც ემსახურებიან გარე ძალებს. რასაც ეტყვიან, დაავალებენ, იმას გააკეთებენ. ყველაფერზე წამსვლელები არიან, არც საკუთარ ოჯახს ეკუთვნიან, არც საკუთარ თავს, არც ქვეყანას. შესაბამისად, როგორ უნდა გქონდეს ადამიანს სურვილი, იყო ასეთ დაჯგუფებასთან? ვინც ნორმალურად მოაზროვნეა ქვეყანაში, ვისაც უყვარს ჩვენი ქვეყანა, ვისაც უხარია ქვეყნის განვითარება, წინსვლა, მშვიდობა, ეკონომიკური კეთილდღეობა, როგორ შეიძლება იყოს აგენტების გვერდით? წარმოუდგენელია უბრალოდ“, – განაცხადა თბილისის მერმა.
ცნობისთვის, კოალიცია „ლელო – ძლიერი საქართველო“ აუდიოჩანაწერს ასაჯაროებს, რითაც მათივე ინფორმაციით, დასტურდება კოალიციის ერთ-ერთ მაჟორიტარობის კანდიდატზე ზეწოლის, ძალადობის, მუქარისა და მოსყიდვის მცდელობა, „რის გამოც მან კანდიდატურა მოხსნა“.
როგორც „ლელო – ძლიერი საქართველოს“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მერობის საერთო კანდიდატმა, ირაკლი კუპრაძემ აღნიშნა, „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ყიზილაჯლოს მაჟორიტარობის კანდიდატზე, კარა ორუჯევზე, ზეწოლა სუს-ისა და ადგილობრივი პოლიციელების ჩართულობით განხორციელდა.

ასევე დაგაინტერესებთ